Текст песни ქართული ხმები - მუხამბაზი (ლექსი ნიაზ დიასამიძე)

მუხამბაზი

რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს,
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს.
ცრემლის ნამი, რა ვქნა, მე არ მასველებს,
ძილის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
ვგრძნობ, უშენოდ დღენი როგორ მაკლდება,
გაგიღიმო, მითხარ, რა დაგაკლდება!
არა, არ მსურს მოწყენილი გიხილო,
ამას მიჯობს სამარეში მიხილო.
მოხიბლული მაგ შენ თვალით, წამწამით,
განა ვლოთობ _ არ იფიქრო ეგ წამით.
დღე ვდარდობ და ღამით დავეხეტები,
მე მიჯნური ღობე _ ყორეს ვედები.
ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ _ ლალები,
სიყვარულით, ბედით განაწამები,
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები,
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები. . .
ტატოსავით ლექსს ვწერ, არა მწყინდება,
შენზე ფიქრი არასდროს მომწყინდება,
გულის ვარდო, იცი, რა ფაქიზი ხარ?!
თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზი+